რატომ აკვანეთი? - საოცარი ისტორია სოფელ მაკვანეთზე
შედიხარ გურიაში და ხედავ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს:,,სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“ - ეს ის სიტყვებია, რომელსაც დაეთანხმება, ის ადამიანი ვინც აკვანეთს ესტუმრება. ვიღაც იკითხავს ეგ რა ადგილია? არსებობს საერთოდო? კი, ნამდვილად არსებობს და ადრე სწორედ ასე ერქვა ულამაზეს სოფელ მაკვანეთს. რატომ აკვანეთი? იმიტომ რომ მას საოცარი მდებარეობა აქვს მართლაც აკვანშიც ბავშვივით არის გაწოლილი 3 მდინარეს შორის. ეს მდინარეებია: ბჟუჟი, აგიდაყვა და აჭისწყალი. ბჟუჟი ზემოთ გვერდს უქცევს სოფელს და სათავეს იღებს შორეული გომის მთიდან,აჭისწყალიც ასევე, მაგრამ აგიდაყვა თავიდან ბოლომდე არის მოთავსებული ამ სოფელში და სოფლის დასასრულში მდინარე ბჟუჟს უერთდება. თუ აგიდაყვას ხეობას ზემოთ აუყვები ნახავ ულამაზეს სალაშქრო ადგილებს.წყალი ისეთი კამკამა და სუფთაა ულამაზესი კალმახები დასრიალებენ .ეს ხეობა მაკვანეთის ერთ-ერთ უბანში გოგიეთში არის მოთავსებული და აქვეა ხელოვნური საფუტკრეები, ძალიან ლამაზი მცენარეები,რომლებიც ახარებს თვალს და ამ ფუსფუსა ფუტკრებს. რ...
Комментарии
Отправить комментарий