მთაში მთები, გომის მთა - ჟურნალისტ, სოფო მთივლიშვილის შთაბეჭდილებები გომისმთაზე
![Изображение](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi1ja_KmDWN_n_a674__MMUYKxzzB1Fh35liAjWXyb_b2RyjfEohqQbo3UZuPkj7rbNs6_BIeghUoMP-1SrGv83EmUctwh_bmtHILNoI_JLZqWWKg6LtfQunb50lvzp-ibqitRnD1rfS10/s320/1.jpg)
სოფო მთივლიშვილი, ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტი: არ ვიცი რას შევადარო გომის მთა, ან იქნებ ზედმეტიცაა. მაგრამ ამაზე ფიქრს გზიდანვე იწყებ, როცა კურორტისკენ დაკლაკნულ აღმართებს მიუყვები, განსაკუთრებით ფიქრი მაშინ გიტევს, თუ ნისლი მანქანის ფანჯრებში აღწევს და მშვიდად ჩაედინება. ფილტვები კი სუფთა და გრილი ჰაერით გევსება. ადიხარ და ხვდები რომ ცაში ხარ, ღრუბლებს მაღლა. გაფართოებული თვალებით აკვირდები ყველაფერს, ცხადად რომ შეიგრძნო ბუნების მშვენიერება და მერე თანდათან ამ მშვენიერებაში ჩაფლულ პატარა ხის სახლებს ამჩნევ, რომლებსაც ნისლი საბურველივით შემოხვევია, ამჩნევ იმიტომ რომ სარეცხის თოკებზე ფერდ ფერადი ტანსამელებია გაკიდული. მზეს ელოდება. როგორც კი ამ ხის სახლებს ჩამოუვლი, მზის მომლოდინე იქაურებსაც ნახავთ, განსაკუთრებით ბავშვებს, პატარებს ყველაზე მეტად ეტყობათ მთა, თავიაუფლება, სილაღე და მომხიბვლელობა. და როცა ნისლი თავის საყუდელში ჩაიწურება და ცას ვარსკვლავები აანთებენ, მთის ფერდობებზე, ნაძვის ხეებში ამოზრდილი პატარა ხის ქოხები ერთმანეთის მიჯრით ჩნდება. ფანჯრებ...