მთაში მთები, გომის მთა - ჟურნალისტ, სოფო მთივლიშვილის შთაბეჭდილებები გომისმთაზე

სოფო მთივლიშვილი, ტელეკომპანია “იმედის“ ჟურნალისტი: არ ვიცი რას შევადარო გომის მთა, ან იქნებ ზედმეტიცაა. მაგრამ ამაზე ფიქრს გზიდანვე იწყებ, როცა კურორტისკენ დაკლაკნულ აღმართებს მიუყვები, განსაკუთრებით ფიქრი მაშინ გიტევს, თუ ნისლი მანქანის ფანჯრებში აღწევს და მშვიდად ჩაედინება. 
 ფილტვები კი სუფთა და გრილი ჰაერით გევსება.

ადიხარ და ხვდები რომ ცაში ხარ, ღრუბლებს მაღლა. გაფართოებული თვალებით აკვირდები ყველაფერს, ცხადად რომ შეიგრძნო ბუნების მშვენიერება და მერე თანდათან ამ მშვენიერებაში ჩაფლულ პატარა ხის სახლებს ამჩნევ, რომლებსაც ნისლი საბურველივით შემოხვევია, ამჩნევ იმიტომ  რომ სარეცხის თოკებზე ფერდ ფერადი ტანსამელებია გაკიდული. მზეს ელოდება.

როგორც კი ამ ხის სახლებს ჩამოუვლი, მზის მომლოდინე იქაურებსაც ნახავთ, განსაკუთრებით ბავშვებს, პატარებს ყველაზე მეტად ეტყობათ მთა, თავიაუფლება, სილაღე და მომხიბვლელობა.

და როცა ნისლი თავის საყუდელში ჩაიწურება და ცას ვარსკვლავები აანთებენ, მთის ფერდობებზე, ნაძვის ხეებში ამოზრდილი პატარა ხის ქოხები ერთმანეთის მიჯრით ჩნდება. ფანჯრებიდან ყვითელი შუქი და ჟრიამული გამოდის. 

მზე, 6 ის წუთებზე ამოიწურა და ორთქლი აუივიდა ხის სახლებს, ხეებს, ბალახს. კარვებიდან მოლაშქრეები საძილეტომრებიანად  როგორც მატლები ისე გამოცოცდნენ. თოკებზე ფერადი სარეცხი უცებ გამოაშრო. ღრუბლებს თითქოს ადნობდა და ამის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო, იდექი ცაზე უფრო მაღლა და უყურებდი ღღუბლების უკიდეგანო ზღვას, უნაპიროს.

გომის მთა არის მთებში უფრო მთა სადაც აუცილებლად უნდა მოხვდეს ადამიანი, არაერთხელ. გომის მთა არის ადგილი, სადაც თავიაუფლებას მაქსიმალურად შეიგრძნობ. გომის მთა არის ერთი  პატარა ზღაპარი  რომელსაც ბუნება წერს და ხატავს, და თუ კი ერთხელ მაინც ახვალ იქ, ამ ზღაპრის პატარა გმირი თავად გახდები.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სოფელ მთისპირში აღმოჩენილი ორი ტბა

ულამაზესი შრომა

შეკვეთილი- ადგილი სადაც ნახავ მთელ საქართველოს და მოუსმენ მთელ მსოფლიოს