გურულების პროტესტი – “ვაი იმ ქვეყანას სადაც ‘’მე’’ ხშირია და ‘’ჩვენ’’ იშვიათი“
![Изображение](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh3m7kz8KJ-EeT-qu_6onVDzzO1Sj-sASly_NZjrd4ieVYTW4A8MEZfvrPy6zQb3Ltv2iS15fMP5laxLCvQhgSSl_KEOMC1ldVTqoVy9b6NbCyQnINBtlI5DvTJvgAUuY0FcM-USKQFDcM/s320/66398036_2607603542583003_818655134945902592_o.jpg)
ავტორი გიორგი გირკელიძე - გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მოსახლეობამ მდინარე ბჟუჟიდან ქვა - ღორღის ამოღება გააპროტესტა . “ ჭაში წყალი არ გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს . ასევე , მდინარეში გაჩნდა ჭები . არავინ იცის , ვის რა დაემართება და ვინ ჩავარდება ჭაში ,“ - გვითხრეს ადგილობრივებმა . მდინარეში ქვა - ღორღის ამოღებ ასთან დაკავშირებული პროტესტი გასულ წელს აქტიურად სოფელ ლიხაურ იდან დაიწყო . სამოქალაქო აქტივისტის ირმა გორდელაძის თქმით , ინერტული მასალის მოპოვება კანონდარღვევით ხდება . ირმა გორდელაძე და მისი თანამოაზრეები სოფელში არსებული კარიერების გაუქმებას ითხოვენ , რადგან , როგორც ისინი ამბობენ , მიმდინარე პროცესები , დროთა განმავლობაში , ნიადაგის ჩამოშლას გამოიწვევს და საფრთხე შეექმნება მდინარის ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობას . გარდა ამისა , დაშრება ჭები და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება . ჯანიკო გორდელაძე , სოფელ ლიხაურის მცხოვრები : _...