ალბინოსისა და ამერიკული ჯიშის კალმახები სოფელ ვაკიჯვარში
ოზურგეთი, სოფელი ვაკიჯვარი. გურიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი. ვაკიჯვარი განსაკუთრებული ჰავით გამოირჩევა, ამიტომ ბახმაროს აღმოჩენამდე ეს სოფელი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა.
ვაკიჯვარში მდებარეობს საკალმახე. სადაც ალბინოსისა და ამერიკული ჯიშის კალმახს ზრდიან. საკალმახე ძალიან პროდუქტიულია და ის მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებს. აქ შეგიძლიათ ერთდროულად მიადევნოთ თვალი რამდენიმე ათას კალმახს და სურვილის შემთხვევაში ცოცხალი თევზი აქვე შეიძინოთ.
ვაკიჯვარშივე მდებარეობს ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, რომელიც მეათე საუკუნეს ეკუთვნის და ახლა მთლიანად რესტავრირებული და შედარებით გაფართოებულია.
სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები.
ოზურგეთიდან სამანქანო გზა - 12 კილომეტრი.
Ozurgeti. Village Vakijvari. It
is one of
the most beautiful
villages in Guria Region. It
is especially famous
for its climate. And
before discovering Bakhmaro
this village was
considered as a health
resort.
Vakijvari
is also famous
for its fish
farm, where different kinds of
trout are raised.
The farm is
very productive and
it supplies almost
whole West Georgia. Here
you can either
watch several thousands of
trout or buy
it if you wish.
The
Church of Exaltation of
the Cross is
situated in this
village which dates
back to 10th century and
now it is
fully reconstructed and
comparatively expanded
.Some bronze items
and bars were
discovered on this
site as well as
some ancient pottery
and pieces of
tile.
Highway
road from Ozurgeti
to this site ----- 12 km.
Комментарии
Отправить комментарий