Сообщения

Сообщения за август, 2017

როგორ გამოიყურება ღამით მრავალფუნქციური შადრევანი

Изображение
ფოტოების ავტორი, ეკატერინი მგელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური - შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ მრავალფუნქციური შადრევანი ამოქმედდა. შადრევანი 1 300 კვ.მ. ფართობის კომპლექსს მოიცავს, რომელშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული ერთი დიდი და რვა მცირე ზომის აუზი. ის ლაზერითა და სპეციალური პროექტორითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტომასალის გადატანაა შესაძლებელი. შადრევანი რამდენიმე დღის წინ ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი უძილაურმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძე გახსნეს.. შადრევნის პროექტირებისა და მონტაჟის ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. კომპლექსი ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მანამდე „მუსიკოსების პარკი“ და წვერმაღალის ულტრათანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გადასცა.                         ...

ფოტოები Inga's Garden-დან

Изображение
ეს ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხემლისხიდში (ბაღდათი) არის გადაღებული.   “ჩვენ შევქმენით წყვილისთვის ორიგინალური და გემოვნებიანი ფლორისტიკული დეკორი  , თემატური ზონები,რამაც მნიშვნელოვნად გარდაქმნა დღესასწაული  🎉  , შესძინა მას განსაკუთრებული იერი, შექმნა განუმეორებელი სადღესასწაულო განწყობა, გააოცა  😲  სტუმრები და ყველა არაჩვეულებრივ გუნებაზე დააყენა. დეკორაციების შექმნაზე და მომზადებაზე ნანუკა თავართქილაძე და მერაბი სალუქვაძე აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.“ - ამბობს  Inga's Garden-ის დამფუძნებელი ინგა დუმბაძე.                                                                               

სოფელ მთისპირში აღმოჩენილი ორი ტბა

Изображение
“ყველას გვეგონა, რომ სოფელ მთისპირში ასკანის ციხის სამხრეთ დასავლეთით არსებობდა ერთი ტბა.  ერთ დღეს კომპიუტერში შევამჩნიე კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე ერთის მაგივრად მოსჩანდა სამი ტბა, მაშინვე გამიჩნდა სურვილი წავსულიყავი და გადამეღო, მართლაც სამ აგვისტოს დილით მარტოდ გავემგზავრე, საღამოთი მივაღწიე ორ უცხო ტბას ზღაპრული სილამაზე გადამეშალა თვალწინ, გადავიღე და სწრაფად დავეშვი ხეობაში.“ - წერს სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფოტოგრაფი მამუკა ცქვიტინიძე.                                            

სკიჯის სახლი მხოლოდ გურიაში

Изображение
სკიჯი სახლის სახლის ნახვა მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში არის შესაძლებელია. სკიჯის” ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი საწარმო გურიაშია.   ”სკიჯის სახლი” სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პორტალზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ტურისტების ყურადღება უკვე მიიქცია. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ნატურალური, ქართული, ოჯახური ჩირისა და სოფლის ნუგბარის მწარმოებელი კომპანია ”სკიჯის” მფლობელმა, დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, რამდენიმე მოგზაურმა ”სკიჯის სახლი” უკვე დაჯავშნა. ”ჩვენი საოჯახო სასტუმროს დამსვენებლები, ძირითადად, ადგილობრივები არიან და მათ დეფიციტს ნამდვილად არ ვუჩივით. თუმცა, იმისთვის რომ ”სკიჯის სახლი” უცხოელი ტურისტებისთვისაც საინტერესო გამხდარიყო, ის  booking.com -ზე განვათავსეთ. დამსვენებლების განსაკუთრებულ მატებას აგვისტოს თვეში ველით. ვთანამშრომლობ რამდენიმე ტურისტულ სააგენტოსთან და შესაბამისად, ველოდები მათ მიერ გამოგზავნილ ტურისტულ ნაკადს”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა....

კითხვის და დასვენების დროა - ფოტოები ბახმაროდან

Изображение
ფოტოები კურორტ ბახმაროში არის გადაღებული. ვისაც უყვარს კითხვა და დასვენება შეგიძლიათ ზაფხულის ეს დღეები გამოიყენოთ. ბახმარო  — მაღალმთიანი კლიმატური კურორტი  გურიაში , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,  მესხეთის ქედზე , მდინარე  ბახვისწყლის  ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში.  ზღვის დონიდან  1926-2050 მ,  შავი ზღვის  სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ.,  ჩოხატაურიდან  52 კმ., რკინიგზის უახლოესი სადგურია  საჯავახო . ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია  ნაძვისა  და  სოჭის  მარადმწვანე ტყით. ფოტოები მოგვაწოდა ქეთი კვირკელიამ. ანსამბლ “გორდელას“ წევრმა. x