ავტორი, ეთერ ჭყონი ა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორიდან სამება - ჯიხეთის დედათა მონასტრამდე მანძილის 3,5 კმ - ია . გადასახვევიდან აღმართს რომ შეუდგები , ჩიტების ჟრიამულში და სიმწვანეში მანძილის გავლა უფრო გიადვილდება , გზად რამდენიმე დასასვენებელი ადგილი და წყარო შეგხვდება , არ შეიძლება მას გულგრილად ჩაუარო , ფეხით ამომსვლელები ამ წყაროსთან ისვენებენ , გულს გაიგრილებენ , სიამოვნებით დაეწაფებიან წყალს და უკვე რამდენიმე წუთში მონასტრის კარებს მიადგები , შეაღებ თუ არა მას , სულიერად მშვიდდები , ყოველგვარი პრობლემა და ნაღველი ქრება და გრძნობ , რომ უფლის სამყოფელოში მოხვდი . სამება - ჯიხეთის მონასტერი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე , ნიგოითის მთაზე ზღვის დონიდან 250 მეტრზე . მონასტერი თავდაპირველად , იქვე ახლოს მდებარე მთაზე იყო აშენებული , ფიქრობენ , რომ აქვე ციხე აღმართული , რადგან „ ჯიხა “ ზანურად ციხეს ნიშნავს . ზეპირი გადმოცემის თანა...
Комментарии
Отправить комментарий