როგორ გამოიყურება ღამით მრავალფუნქციური შადრევანი
შადრევანი 1 300 კვ.მ. ფართობის კომპლექსს მოიცავს, რომელშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული ერთი დიდი და რვა მცირე ზომის აუზი. ის ლაზერითა და სპეციალური პროექტორითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც წყლის ფარდაზე ნებისმიერი სახის ვიდეო და ფოტომასალის გადატანაა შესაძლებელი.შადრევანი რამდენიმე დღის წინ ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი უძილაურმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძე გახსნეს..
შადრევნის პროექტირებისა და მონტაჟის ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება. კომპლექსი ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ფონდმა „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მანამდე „მუსიკოსების პარკი“ და წვერმაღალის ულტრათანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გადასცა.





Комментарии
Отправить комментарий