ულამაზესი შრომა
შრომა — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა, ჭიდაობის კლუბი.
მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
სოფლის ძველი სახელწოდებაა მიქელგაბრიელი. სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. 1885 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[ 1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების შემდეგ. 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. მემორიალი განასახიერებდა ტანკს, რომელიც შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის.
წყარო ვიკიპედია, ფოტო გიორგი გირკელიძის.
Комментарии
Отправить комментарий