რატომ აკვანეთი? - საოცარი ისტორია სოფელ მაკვანეთზე
შედიხარ გურიაში და ხედავ ნოდარ
დუმბაძის სიტყვებს:,,სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“ - ეს ის სიტყვებია, რომელსაც დაეთანხმება, ის ადამიანი
ვინც აკვანეთს ესტუმრება. ვიღაც იკითხავს ეგ რა ადგილია? არსებობს საერთოდო? კი, ნამდვილად არსებობს და ადრე
სწორედ ასე ერქვა ულამაზეს სოფელ მაკვანეთს.
რატომ აკვანეთი? იმიტომ რომ მას საოცარი მდებარეობა აქვს მართლაც აკვანშიც ბავშვივით
არის გაწოლილი 3 მდინარეს შორის. ეს მდინარეებია:
ბჟუჟი, აგიდაყვა და აჭისწყალი. ბჟუჟი ზემოთ გვერდს უქცევს სოფელს და სათავეს იღებს
შორეული გომის მთიდან,აჭისწყალიც ასევე, მაგრამ აგიდაყვა თავიდან ბოლომდე არის მოთავსებული
ამ სოფელში და სოფლის დასასრულში მდინარე ბჟუჟს
უერთდება.
თუ აგიდაყვას ხეობას ზემოთ აუყვები ნახავ ულამაზეს
სალაშქრო ადგილებს.წყალი ისეთი კამკამა და სუფთაა ულამაზესი კალმახები დასრიალებენ
.ეს ხეობა მაკვანეთის ერთ-ერთ უბანში გოგიეთში არის მოთავსებული და აქვეა ხელოვნური საფუტკრეები, ძალიან ლამაზი მცენარეები,რომლებიც
ახარებს თვალს და ამ ფუსფუსა ფუტკრებს. რამდენიმე ადგილას გხვდება ულამაზესი ჩანჩქერები.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhh6JMbWCJ4CKQbFO0IwEt9Cs9juNrS-nKmFfQ7XEak1_6wst2tCh52hxDM6lpJWl7mg2iUaOHBqBghhr7pCPe1f_33IB8A9hwJYt6zczZPVmumZ7Wuq1L_IXJUeyqOpmwOOA0K4iv-BhQ/s320/%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2595%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2594%25E1%2583%2597%25E1%2583%2598.jpg)
არის 2 ულამაზესი
ეკლესია და ერთ-ერთი მათგანის ეზოდან ულამაზესი ხედი შეგიძლიათ იხილოთ,ხოლო თვითონ
ეკლესიები გამოირჩევა ლამაზი რესკებით
უკვდამა გალაკტიონმა
გურიის შესახებ თქვა;
,,ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე...
რა ძალაა ამ ტკბილ
ხმაში!...
არსად ისე არ
მღერიან,
როგორც აქ, ამ
ქვეყანაში’’
არ
ვიცი მან მოუსმინა თუ არა გურული სიმღერების უბადლო ოსტატებს ერქომაიშვილებს, სიხარულიძეებს,
თოიძებს, ბაბილოძეებს,გოლიაძეებს... ფაქტია
აქ ყველა მღერის ეს სწორედ ამ გარემოს დამსახურებაა.
ამ მომღერალ ოჯახებში
და ხეობაში ხშირად მინახავს უცხოელები სტუმრად, და არა მარტო უცხოელები, ისინი არფრთოვანებული
მიდიან ხოლმე. ხშირად მათი ენა არც ვიცი, მაგრამ მიმიკის ენა ყველა ქვეყნის ენაზე ერთნაირია
და მათ აღრფთოვანებულ სახეებს ვხედავ. პირადად ჩემი სტუმრებიც ვერასოდეს ივიწყებენ
ამ ადგილს. ეს მაკვანეთია, აუცილებლად მოსანახულებელი
და გასაცნობი სოფელი
ტექსტის ავტორია
თეა ურუშაძე.
makvaneti cemi fesvebia cemi msoblebis navsayudari mixaria saxeli "makvaneti" rom mesmis
ОтветитьУдалитьpataraobisas xsirad davdiodi axla ver vaxerxeb da guli mwydeba.
miyvars es sofeli zalian