იდუმალი ასკანის ციხე
ასკანის ციხე. გურიის რეგიონი, ოზურგეთი, სოფელი მთისპირი. ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც რთული რელიეფის პირობებში საინტერესო მოგზაურობა, ლამაზი ხედებით დატკბობა და უძველესი არქიტექტურის ნიმუშების მონახულება
უყვარს.
ასკანის
ციხე (თამარის
ციხე) კლდეზე მდებარეობს. ციხემდე მისასვლელი გზა ლამაზი ლანდშაფტით გამოირჩევა და ველური ტურიზმის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მომხიბვლელია.
საფეხმავლო
გზის
გავლას საშუალოდ
40 წუთი
სჭირდება.
ციხე IV სუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად ციხის აღება სცადა ცნობილმა დამპყრობელმა მურვან-ყრუმ,
თუმცა
მარცხი
განიცადა.
თავის დროზე ასკანის ციხე ორი კოშკისგან შედგებოდა. ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხეს ჰქონდა საიდუმლო გვირაბიც. ციხიდან იშლება ძალიან საინტერესო ხედები.
სამანქანო გზა: ოზურგეთიდან ციხის მიმდებარე ტერიტორიამდე: - 17 კმ.
პროექტი ხორციელდება ''მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის'' ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
Комментарии
Отправить комментарий