სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი - ჩემი თბილი სახლი
ავტორი, ეთერ ჭყონია - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორიდან
სამება-ჯიხეთის
დედათა
მონასტრამდე
მანძილის
3,5 კმ-ია. გადასახვევიდან
აღმართს რომ შეუდგები,
ჩიტების
ჟრიამულში
და
სიმწვანეში
მანძილის
გავლა
უფრო
გიადვილდება,
გზად
რამდენიმე
დასასვენებელი
ადგილი
და
წყარო
შეგხვდება,
არ
შეიძლება
მას
გულგრილად
ჩაუარო,
ფეხით
ამომსვლელები
ამ
წყაროსთან
ისვენებენ, გულს გაიგრილებენ, სიამოვნებით დაეწაფებიან წყალს და უკვე რამდენიმე
წუთში
მონასტრის
კარებს
მიადგები,
შეაღებ
თუ
არა
მას,
სულიერად
მშვიდდები,
ყოველგვარი
პრობლემა
და
ნაღველი
ქრება
და
გრძნობ,
რომ
უფლის
სამყოფელოში
მოხვდი.
სამება-ჯიხეთის მონასტერი მდებარეობს
გურიის
სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე ზღვის დონიდან 250 მეტრზე.
მონასტერი
თავდაპირველად,
იქვე
ახლოს
მდებარე
მთაზე
იყო
აშენებული,
ფიქრობენ,
რომ
აქვე
ციხე აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად, ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა.
სამება-ჯიხეთის დედთა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია
(კბილაშვილის)
თქმით,
მონასტერი
მენელსაცხებლე
დედათა
სახელობისა
ყოფილა,
მაშინ
საკმაოდ
ძლიერი,
რადგან
თამარ
მეფეს
ერთი
ღამე
გაუთევია,
სხვაგვარად მეფეს ვერ ისტუმრებდნენო.
წმ.ნიკოლოზის ნიშიდან ბილიკს თამარის დროინდელი
ეკლესიის
ნანგრევებამდე
მივყავართ,
სიამაყის
გრძნობა
გეუფლება,
როცა
გაისიგრძეგანებ,
რომ
ამ
ადგილას
სიცოცხლე
დუღდა,
და
საქართველოს
ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერ
მეფეს
აქ
დაუდგამს
ფეხი, მონასტერი არსებობდა, სადაც წერა-კითხვას,
საოჯახო
საქმესა
და
ხელგარჯილობას ასწავლიდნენ
ეკლესიის
ნანგრევებზე
არქიმანდრიტ
ანდრიას
წინამძღოლობით
დღეს
ჯვარია
აღმართულია, აქვე აღმოაჩინეს სხვადასხვა
ჭურჭელი,
სავარაუდოდ
სატრაპეზო
უნდა
ყოფილიყო,
რადგან
იქ
იქვეა
ჭურები,
რაც
იმას
მოწმობს,
რომ
მევენახეობა
განვითარებული
ყოფილა
და
ღვინოს
აყენებდნენ, საფლავები, სადაც სავარაუდოდ, მონასტრის წევრებია დაკრძალული.
XIX საუკუნის
ბოლოს
ნანგრევებიდან
ქვები
იქვე
ახლოს
მდებარე
მთაზე
გადმოიტანეს,
სადაც ახლა მდებარეობს
ტაძარი. 1886
წელს
ჯიხეთის
ტერიტორიაზე
დასახლდა
მონაზონი
ელენე
მგალობლიშვილი,
თავადმა
მაჭუტაძეებმა
მონაზვნებს
მიწები
შესწირეს.
მონაზვნებმა 1893 წელს სინოდისგან
ტაძრის
მშენებლობის
უფლება
მოიპოვეს და 1896
წელს
ილარიონ
მენაბდის
თაოსნობით
ააშენეს
ღვთისმშობლის
ტაძრად
მიყვანების
ჯვარ-
გუმბათოვანი
ეკლესია. ყოველი წლის 4 დეკემბერს იმართება ტაძრის დღესასწაული ჯიხეთობა, ამ დღეს მთელი საქართველოდან ჩამოდიან მომლოცველები.
მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე
მახარებლის
მონასტრის
წინამძღვარმა
მღვდელ-მონაზონმა
იონამ
მონასტერს
ათონიდან
ღვთისმშობლის
ხატი
გამოუგზავნა.
არქიმანდრიტმა ანდრიამ კიხეთში დამკვიდრების
შემდეგ აღმშენებლობა დაიწყო, კეთილმოაწყო ტერიტორია,
1988 წელს ააგო წმინდა
გიორგის
ბაზილიკური
ტიპის
ტაძარი. 2002 წელს აიგო წმინდა იოანე ნათლისცემლის მუცლადღების ტაძარი. იქვეა სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი
(„იორდანეს
წყარო“)
ჩაედინება, წყალს სამკურნალო თვისებები აქვს და ყოველი წლის 19 იანვარს (სხვა დღეებშიც
შესაძლებელია
აუზში
ჩასვლა)
ნათლისღების
დღეს
არა
მარტო
ადგილობრივი
მრევლი,
არამედ
მთელი
საქართველოდან
მორწმუნენი ჩამოდიან, განსაკუთრებით უშვილო ოჯახები, რათა გაიზიარონ წყალში შთაფვლის ბედნიერება. აქ ჩასვლის შემდეგ მრავალმა მათგანმა მადლი მიიღო და შვილი ეყოლათ.
არქიმანდრიტი ანდრია, იღუმენია ირინე და მონასტრის მრევლი
ყოველთვის კეთილგანწყობით ეგებება თითოეულ მომლოცველს, სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან,
მონასტრის ისტორიას გიამბობენ და იქვე არსებულ
მუზეუმს დაგათვალიერებენ, სადაც დაცულია მნიშვნელოვანი ექსპონატები. მონასტრის
ტერიტორიის გადმოსახედიდან კი
თქვენს თვალწინ გადაიშლება კოლხეთის დაბლობის შესანიშნავი ხედი.
ჯიხეთის დედათა მონასტერი მყუდრო სავანეა, სადაც დაისვენებთ
კიდევაც და უფლის მადლსაც ეზიარები. მინდა მთელმა საქართველომ გაიცნოს ჩემი თბილი სახლი,
მოსიყვარულე და სიხარულით სავსე.
ფოტოები ეკუთვნის გურიის გუბერნიას და მაიკო კუპატაძეს.
Комментарии
Отправить комментарий