ალბინოსისა და ამერიკული ჯიშის კალმახები სოფელ ვაკიჯვარში
![Изображение](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjyLwgI2RlKD_-iGJlyOl43q7bUom8kYsQd6NaV6XSHdZQPVjzbPWxIC8A_mMMRqxM5h58BO7MlAAc5504Xd44-r8bLzBrytHnqpiVM-vGZxeQudnDqrLG5r54xz5V98kh0eBMU1OJFfpE/s320/IMG_20180902_152434.jpg)
ოზურგეთი, სოფელი ვაკიჯვარი. გურიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი. ვაკიჯვარი განსაკუთრებული ჰავით გამოირჩევა, ამიტომ ბახმაროს აღმოჩენამდე ეს სოფელი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. ვაკიჯვარში მდებარეობს საკალმახე. სადაც ალბინოსისა და ამერიკული ჯიშის კალმახს ზრდიან. საკალმახე ძალიან პროდუქტიულია და ის მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებს. აქ შეგიძლიათ ერთდროულად მიადევნოთ თვალი რამდენიმე ათას კალმახს და სურვილის შემთხვევაში ცოცხალი თევზი აქვე შეიძინოთ. ვაკიჯვარშივე მდებარეობს ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, რომელიც მეათე საუკუნეს ეკუთვნის და ახლა მთლიანად რესტავრირებული და შედარებით გაფართოებულია. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები. ოზურგეთიდან სამანქანო გზა - 12 კილომეტრი. Ozurgeti. Village Vakijvari. It is one of the most beautiful villages in Guria Region. It is especially famous for its cl...