გომისმთა - “ადგილი-ჩემი, და არამარტო ჩემი, სულის ნავსაყუდელი“
რატომ უნდა ჩამოხვიდე გურიაში? - აქ, სხვა რომ არა იყოს, არის ადგილი,სადაც თავისუფლად
შეგიძლია თქვა:,,სამოხეში ვიყავიო სტუმრად“ ,,სილამაზეს აქ რომ ნახავთ ვერ იხილავთ მეორეს“.სახლები
ღრუბლებს ზემოთ,როცა ფოტოებს ნახულობენ ბევრს ფოტოშოპი ჰგონია. ხეობა ულამაზესი,ჩანჩქერები
და ექსტრემალური ადგილები.რაღაცნაირი სხვანაირი მთებია,თითქოს ფერი აქვს შეცვლილი და
დააბიჯებ ღრუბლებს ზემოთ:
,,მთებში მიქარგ-მოქარგული,
ფერფლისფერი ნისლია.
მთებს რომ ფერი შეეცვლება
იქ გურია იწყება
სცადე ერთხელ და იხილე,
აღარ დაგავიწყდება“
ბავშვი, რომელიც ამ სილამაზეს ნახავს, ამ სუფთა ჰაერს
შეისუნთქავს საოცრად გაკაჟდება. საოცარია ამ მთის ყვავილები. შეუძლებელია აღწერო ამ ყვავილების
ფერები.ცისარტყელა უფერულია ამ ყვავილების ფონზე .აქ ცისარტყელა იშვიათი არ არის საოცარია
მისი ხილვა ღრუბლების და მთის ფონზე. საღამოს არსად არ გინდა წასვლა თავისუფლად ხედავ
როგორ ჩაეშვება მზე ზღვაში და სული ისვენებს.
მიყვარს ეს მთა, აქ მთელი ჩემი ბავშვობაა, საოცრად მიხარია
ეს ყვავილები და ეს მზის ჩასვლა.
ტურისტები და ექსტრემალები,როცა ერთხელ ამოდიან აქ მეორედ
უკვე სხვები ამოჰყავთ და ჯერ კიდევ აუთვისებელი და სუფთა ადგილებით და ულამაზესი ტყეებით
ტკბებიან.ულამაზესი და უნიკალურია ჭინჭაოს ტბა,მდინარე ბჟუჟის სათავე და ხეობა.
ეს ადგილი სიცოცხლეში ერთხელ ყველამ უნდა ნახოს.
ტექსტი ეკუთვნის თეა ურუშაძეს, ფოტოების ავტორი: თეა ურუშაძე და გვანცა ბერსენაძე.
Комментарии
Отправить комментарий