შემოქმედი


ლექსის ავტორი ჯანო გიორგაძე

ისევ აქ ვარ, კვლავ ფრთებს მასხამს სიხარული
ვნახე მთები, ჩემი წყაროს წყალი შევსვი,
ჩამოვედი, მეგრძნო სოფლის სიყვარული,
დამცდენოდა, კიდევ თუნდაც ერთი ლექსი.
ჩამოვედი, რომ გამევლო ორღობეში,
რომ მენახა დათოვლილი კამელია,
და ბუხრის წინ ძმა-ბიჭებთან ყანწით ხელში
შემოქმედის სადღეგრძელო დამელია.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სოფელ მთისპირში აღმოჩენილი ორი ტბა

ულამაზესი შრომა

შეკვეთილი- ადგილი სადაც ნახავ მთელ საქართველოს და მოუსმენ მთელ მსოფლიოს