შეკვეთილი- ადგილი სადაც ნახავ მთელ საქართველოს და მოუსმენ მთელ მსოფლიოს

ავტორი თეა ურუშაძე: შეკვეთილი გამოირჩევა ძალიან ლამაზი სანაპირო ზოლით. ამ ზოლთან ახლოს არის ციცინათელა საუკეთესო ადგილი ბავშვთა გასართობად. შეკვეთილში მოხვედრილმა ადამიანმა თავისუფლად შეიძლება თქვას, რომ მთელი საქართველო იხილა. ეს როგორ უნდა მოახერხო?როგორ და ძალიან მარტივად, თუ გინდა საქართველოს ნახვა ,,მოი ძამა გურიაში ‘’ და იხილე მინიატურული საქართველო, აქ ფართო სივრცეში არის მოთავსებული მთელი საქართველოს ღირსშესანიშნაობები, ეს მართლაც უნიკალური და იშვიათი ადგილია, შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვება.
მელომანი ხარ? მაშინ შეგიძლია ისევ შეკვეთილის მუსიკალურ პარკს ეწვიო. ეს პარკი მართლაც უნიკალურია.თითოეული ქანდაკება გემოვნებით არის შექმნილი.მიახლოებისას ირთვება ამ კონკრეტული მუსიკოსის შემოქმედება შეგიძლია იხილო მსოფლიოს რჩეული მუსიკოსები და ჯგუფები. ქანდაკებები იმ მანძილზეა მოთავსებული, რომ მუსიკა ერთმანეთის ხელს არ უშლის .პარკი გაფორმებულია არის ხეზე  ნაკვეთი ფიგურებით.

თუ მელომანი არ ხარ შეგიძლია ეს ქანდაკებები დაათვალიერო.საკონცერტო დარბაზის წინ სრულიად ხელმისაწვდომი და საოცრად საინტერესო სიამოვნება გელით.
პატარებს ეს ადგილი ძალიან მოსწონს, არ დამავიწყდება ჩემი პატარა შვილის გაოცებული სახე ფილიმონ ქორიძის ძეგლთან, რომლითაც იწყება ეს ადგილი , როცა ავუხსენი, რომ ეს ის ადამიანია, რომლის სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს. სიამოვნებით მოისმინა მისი დამსახურების შესახებ და მოისმინა მის მიერ ჩაწერილი სიმღერები.ბეთჰოვენის ქანდაკებასთან ისეთი სიამოვნება
მივიღე ლამის მეც ქანდაკებად ვიქეცი.აქვეა ულამაზესი,ფერადი მუსიკალური შადრევანი.ეს არის კონცერტი საკონცერტო დარბაზის გარეშე.

,,მოი ძამა გურიაში’’ ოჯახით და აგერ საცხა ყურისძირში ოზურგეთიდან  ჩუუხვიე ნატანებში და ნახე ზღვა, საქართველო და მსოფლიო კლასიკოსები (და არა მარტო კლასიკოსები).

სტატიის ავტორი თეა ურუშაძე. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სოფელ მთისპირში აღმოჩენილი ორი ტბა

ულამაზესი შრომა