იდუმალი ასკანის ციხე
ასკანის ციხე . გურიის რეგიონი , ოზურგეთი , სოფელი მთისპირი . ეს არის ადგილი მათთვის , ვისაც რთული რელიეფის პირობებში საინტერესო მოგზაურობა , ლამაზი ხედებით დატკბობა და უძველესი არქიტექტურის ნიმუშების მონახულება უყვარს . ასკანის ციხე ( თამარის ციხე ) კლდეზე მდებარეობს . ციხემდე მისასვლელი გზა ლამაზი ლანდშაფტით გამოირჩევა და ველური ტურიზმის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მომხიბვლელია . საფეხმავლო გზის გავლას საშუალოდ 40 წუთი სჭირდება . ციხე IV სუკუნეშია აგებული . გადმოცემის თანახმად ციხის აღება სცადა ცნობილმა დამპყრობელმა მურვან - ყრუმ , თუმცა მარცხი განიცადა . თავის დროზე ასკანის ციხე ორი კოშკისგან შედგებოდა . ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი ; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები . ციხეს ჰქონდა საიდუმლო გვირაბიც . ციხიდან იშლება ძალიან საინტერესო ხედები . ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული . ამას მ...