Сообщения

Сообщения за июль, 2017

ტურისტები გომისმთაზე

Изображение
ეს ფოტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთაზე არის გადაღებული. ვისაც მოგზაურობა გიყვართ, აუცილებლად უნდა ნახოთ გომისმთა. ფოტო ეკუთვნის დავით ფირცხალაშვილს

შემოქმედი

Изображение
ლექსის ავტორი ჯანო გიორგაძე ისევ აქ ვარ, კვლავ ფრთებს მასხამს სიხარული ვნახე მთები, ჩემი წყაროს წყალი შევსვი, ჩამოვედი, მეგრძნო სოფლის სიყვარული, დამცდენოდა, კიდევ თუნდაც ერთი ლექსი. ჩამოვედი, რომ გამევლო ორღობეში, რომ მენახა დათოვლილი კამელია, და ბუხრის წინ ძმა-ბიჭებთან ყანწით ხელში შემოქმედის სადღეგრძელო დამელია.

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი - ჩემი თბილი სახლი

Изображение
ავტორი, ეთერ ჭყონი ა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორიდან სამება - ჯიხეთის დედათა მონასტრამდე მანძილის 3,5 კმ - ია . გადასახვევიდან აღმართს   რომ შეუდგები ,  ჩიტების ჟრიამულში და სიმწვანეში მანძილის გავლა უფრო გიადვილდება , გზად რამდენიმე დასასვენებელი ადგილი და წყარო შეგხვდება , არ შეიძლება მას გულგრილად ჩაუარო , ფეხით ამომსვლელები ამ წყაროსთან ისვენებენ ,  გულს გაიგრილებენ , სიამოვნებით დაეწაფებიან წყალს და   უკვე რამდენიმე წუთში მონასტრის კარებს მიადგები , შეაღებ თუ არა მას , სულიერად მშვიდდები , ყოველგვარი პრობლემა და ნაღველი ქრება და გრძნობ , რომ უფლის სამყოფელოში მოხვდი . სამება - ჯიხეთის მონასტერი   მდებარეობს გურიის სერის   ჩრდილოეთ კალთაზე , ნიგოითის მთაზე ზღვის დონიდან 250 მეტრზე .  მონასტერი თავდაპირველად , იქვე ახლოს მდებარე მთაზე იყო აშენებული , ფიქრობენ , რომ აქვე ციხე   აღმართული , რადგან „ ჯიხა “ ზანურად ციხეს ნიშნავს . ზეპირი გადმოცემის თანა...

ფოტო ბახმაროდან - ცასთან ახლოს

Изображение
ფოტო ეკუთვნის ეკა შანიძეს.

რატომ აკვანეთი? - საოცარი ისტორია სოფელ მაკვანეთზე

Изображение
შედიხარ გურიაში და ხედავ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს:,,სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“ -  ეს ის სიტყვებია, რომელსაც დაეთანხმება, ის ადამიანი ვინც აკვანეთს ესტუმრება. ვიღაც იკითხავს ეგ რა ადგილია?   არსებობს საერთოდო? კი, ნამდვილად არსებობს და ადრე სწორედ ასე ერქვა ულამაზეს სოფელ მაკვანეთს.   რატომ აკვანეთი? იმიტომ რომ მას საოცარი მდებარეობა აქვს მართლაც აკვანშიც ბავშვივით არის გაწოლილი   3 მდინარეს შორის. ეს მდინარეებია: ბჟუჟი, აგიდაყვა და აჭისწყალი. ბჟუჟი ზემოთ გვერდს უქცევს სოფელს და სათავეს იღებს შორეული გომის მთიდან,აჭისწყალიც ასევე, მაგრამ აგიდაყვა თავიდან ბოლომდე არის მოთავსებული ამ სოფელში და სოფლის დასასრულში   მდინარე ბჟუჟს უერთდება.    თუ აგიდაყვას ხეობას ზემოთ აუყვები ნახავ ულამაზეს სალაშქრო ადგილებს.წყალი ისეთი კამკამა და სუფთაა ულამაზესი კალმახები დასრიალებენ .ეს ხეობა მაკვანეთის ერთ-ერთ უბანში გოგიეთში არის მოთავსებული  და აქვეა ხელოვნური საფუტკრეები, ძალიან ლამაზი მცენარეები,რომლებიც ახარებს თვალს და ამ ფუსფუსა ფუტკრებს. რ...

ულამაზესი შრომა

Изображение
 შრომა  —  სოფელი   ოზურგეთის მუნიციპალიტეტში , თემის ცენტრი (შრომა,  ვაკე ,  ზედუბანი ,  მოცვნარი ,  ორმეთი ,  ხრიალეთი ). სოფელში არის საჯარო სკოლა,   ბიბლიოთეკა , ჭიდაობის კლუბი. მდებარეობს  მდინარე   სუფსის  მარცხენა ნაპირზე,  ზღვის დონიდან  80 მ.  ოზურგეთიდან  36 კმ.,  ურეკის  რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი  ზემო ნატანები , ხოლო ჩრდილოეთიდან  ხრიალეთი . სოფლის ძველი სახელწოდებაა მიქელგაბრიელი. სოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. 1885 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ  ჩაი . 1927-ში ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935-ში კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა. [    1950-იანებში აშენდა 800 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. შრომის  ორჯონიკიძის  სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყვე...

სასწაულმოქმედი მაგნიტური ქვიშა - ურეკი

Изображение
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა აწ გარდაცვლილმა მეცენატმა, ურეკში, ”იმედის ქალაქს”  ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების პირველი სერიოზული ნაბიჯი. მაშინ დაბაში 1700 მცხოვრები იყო და ზაფხულობით მათ რიცხვს 6-7 ათასი ემატებოდა. მეცენატმა  უთუოდ იცოდა, რომ ურეკის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა, სასწაულმოქმედია და ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია. მაშინ, იმ წლებში, ”იმედის ქალაქი” ჩემს თვალწინ შენდებოდა და ლამაზდებოდა… გაიყვანეს გზები, ქალაქში კომუნიკაცია მთლიან შეცვალეს, ააშენეს სასტუმროები, სკვერები, კაფეები, გარე განათებები, აშენდა ავტოსადგური და მთლიანად მოწესრიგდა ქალაქი… ის ტერიტორიები ადრე სადაც ჭაობები იყო, ამოაშრეს… მაშინდელი გაკეთებული ამბულატორია ახლაც ბევრს ემსახურება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით  უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. ეს კი იმის დასტურია, რომ უცხოეთში თუნდაც ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებზე არაფერს უწყიან. საქართველოში...

გომისმთა - “ადგილი-ჩემი, და არამარტო ჩემი, სულის ნავსაყუდელი“

Изображение
რატომ უნდა ჩამოხვიდე გურიაში? -  აქ, სხვა რომ არა იყოს, არის ადგილი,სადაც თავისუფლად შეგიძლია თქვა:,,სამოხეში ვიყავიო სტუმრად“   ,,სილამაზეს აქ რომ ნახავთ ვერ იხილავთ მეორეს“.სახლები ღრუბლებს ზემოთ,როცა ფოტოებს ნახულობენ ბევრს ფოტოშოპი ჰგონია. ხეობა ულამაზესი,ჩანჩქერები და ექსტრემალური ადგილები.რაღაცნაირი სხვანაირი მთებია,თითქოს ფერი აქვს შეცვლილი და დააბიჯებ ღრუბლებს ზემოთ: , ,მთებში მიქარგ-მოქარგული, ფერფლისფერი ნისლია. მთებს რომ ფერი შეეცვლება  იქ გურია იწყება სცადე ერთხელ და იხილე, აღარ დაგავიწყდება“ ბავშვი, რომელიც ამ სილამაზეს ნახავს, ამ სუფთა ჰაერს შეისუნთქავს  საოცრად გაკაჟდება.  საოცარია ამ მთის ყვავილები. შეუძლებელია აღწერო ამ ყვავილების ფერები.ცისარტყელა უფერულია ამ ყვავილების ფონზე .აქ ცისარტყელა იშვიათი არ არის საოცარია მისი ხილვა ღრუბლების და მთის ფონზე. საღამოს არსად არ გინდა წასვლა თავისუფლად ხედავ როგორ ჩაეშვება მზე ზღვაში და სული ისვენებს. მიყვარს ეს მთა, აქ მთელი ჩემი ბავშვობაა, საოცრად მიხარია ეს ყვავილები და ეს მზის ჩასვლ...